დინ ჰოისენი
Aa
Aa

ალონსოს ეპოქის პირველი ტრანსფერი | რეალმა დინ ჰოისენი გაიფორმა

„ბორნმუთის“ ესპანელი მცველი დინ ჰოისენი კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ამის შესახებ მადრიდელთა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„სამეფო კლუბთან“ ჰოისენის კონტრაქტი 2030 წლამდე იქნება გათვლილი. „რეალმა“ ახალგაზრდა მცველის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი, 50 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.

„20 წლის ასაკში ჰოისენი უკვე ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელია. მას უთამაშია იტალიის ჩემპიონატში, სადაც „იუვენტუსისა“ და „რომას“ ღირსებას იცავდა, და ინგლისის პრემიერლიგაში - „ბორნმუთში“.

ჰოისენი პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოზეა ნომინირებული“, - აღნიშნულია „სამეფო კლუბის“ განცხადებაში.

ცნობისთვის, პრემიერლიგაში ჰოისენმა მიმდინარე სეზონში 30 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როდრიგოს შემცვლელად? რეალი არგენტინელ ტალანტს უმიზნებს
როდრიგოს შემცვლელად? რეალი არგენტინელ ტალანტს უმიზნებს