ოფიციალურად | ჰამბურგმა გოჩოლეიშვილის ტრანსფერი დაადასტურა
„ჰამბურგმა“ გიორგი გოჩოლეიშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. გერმანულმა კლუბმა საკუთარ ვებგვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართველი ფეხბურთელი „როტოზენს“ 1-წლიანი იჯარით შეუერთდა და „ჰამბურგს“ მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება აქვს.
„გიორგის სახით, ჰამბურგში გადმოვიდა ფეხბურთელი, რომელსაც ბრწყინვალე ხასიათი და ტოპ დონის მენტალიტეტი აქვს. ის ცნობილია, როგორც გუნდზე ორიენტირებული და თავდაუზოგავად მომუშავე მოთამაშე. ამ თვისებების წყალობით, გიორგი არა მხოლოდ ჩვენი დაცვისთვის, არამედ მთლიანი გუნდისთვის შესანიშნავი აქტივი იქნება,“ - განაცხადა „ჰამბურგის“ მმართველი საბჭოს წევრმა, შტეფან კუნცმა.
„გიორგი სწრაფი და ინტენსიურად მოთამაშე განაპირა მცველია. იგი თამაშს შესანიშნავად კითხულობს და აგრესიულობით გამოირჩევა. ამასთან, კონტრშეტევებზე ბრწყინვალედ გადადის და შეუძლია, შეტევაში კვალი დატოვოს. გოჩოლეიშვილი ჩვენი გუნდის პროფილს ძალიან კარგად ერგება,“ - დასძინა „ჰამბურგის“ სპორტულმა დირექტორმა, კლაუს კოსტამ.
????????????????, Giorgi #Gocholeishvili! ????????
— Hamburger SV (@HSV) August 7, 2025
Willkommen im #Volksparkstadion. ????️
Alle Infos und Zitate ???? https://t.co/TaQvcaapzy#nurderHSV pic.twitter.com/vELr2vrEE7
შეგახსენებთ, რომ „ჰამბურგი“ ბუნდესლიგაში ასპარეზობს და სეზონს 16 აგვისტოს, გერმანიის თასზე, „პირმასენსთან“ გასამართი მატჩით გახსნის. მანამდე, 9 აგვისტოს, „როტოზენი“ ამხანაგურ შეხვედრაში „მალიორკას“ დაუპირისპირდება.