FIBA-ს რეიტინგი | საქართველო 1 საფეხურით დაწინაურდა
ევრობასკეტის წინ ფიბა-მ ტურნირზე მონაწილე გუნდების რეიტინგი განაახლა – საქართველოს ეროვნული ნაკრები მე-15 ადგილზეა.
წინა მაჩვენებელთან შედარებით, ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი კლასიფიკაციაში ერთი საფეხურით დაწინაურდა.
რას წერს FIBA?
„კარგი ამბავი? ისრაელის ნაკრებისგან მოსამზადებელი ეტაპის პირველ შეხვედრაში მხოლოდ 76 ქულა მიიღეს. ცუდი ამბავი? თავად მხოლოდ 66 ქულა მოიპოვეს.
გოგა ბითაძემ 10 ქულა და 8 მოხსნა 15 წუთზე ნაკლებ დროში მოაგროვა. უკეთესი ამბავი? თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინიც დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და ორივემ ორნიშნა მაჩვენებელი დააფიქსირა. შემდეგ ესტონეთთან ითამაშებენ – ასე რომ, მალე გავიგებთ, სწორად მოვიქეცით თუ არა, როცა საქართველო რეიტინგში ერთი ადგილით დავაწინაურეთ“.
მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანოს რეიტინგში პირველ ადგილზე სერბეთის ნაკრებია, ხოლო ბოლო, 24-ე პოზიციას კვიპროსი იკავებს.
Thoughts on Volume 2 of the #EuroBasket Power Rankings powered by @LiveSmart? ????
— FIBA EuroBasket (@EuroBasket) August 5, 2025
???? Full list: https://t.co/Xq3ZAgjX6L pic.twitter.com/1ENxoOheEg