ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„არ მგონია, რომ ითამაშოს“ | დავითაშვილი ლავალთან მატჩს გამოტოვებს?

„სენტ-ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ეირიკ ჰორნელანდმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ნორვეგიელმა სპეციალისტმა ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, ქართველი ფეხბურთელი „ლავალთან“ არ ითამაშებს.

„ზურიკო დავითაშვილს რთული მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდა. მას მაქსიმალურად ვეხმარებით, რათა ლავალთან მატჩში მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ არ მგონია, ამ შეხვედრაში თამაში შეძლოს.“

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში დავითაშვილზე აქტიურად იწერება. Footmercato-ს ინფორმაციით, ზურიკოს საფრანგეთის ლიგა 2-ში თამაში არ სურს და „სენტ-ეტიენის“ დატოვებაზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, მან „მწვანეების“ ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.

Footmercato-ს მიხედვით, „სენტ-ეტიენის“ მიზანი უმაღლეს დივიზიონში დაწინაურებაა და ზურიკო გუნდისთვის ერთ-ერთი ხელშეუხებელი ფეხბურთელია. საფრანგეთის ლიგა 2-ის პირველი ტური 9 აგვისტოს გაიმართება და 22:00-ზე „სენტ-ეტიენი“ სტუმრად „ლავალს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფიზიკურად გადაღლილი მოვიდა“ | სპორტინგის მწვრთნელმა ქოჩორაშვილზე ისაუბრა
„ფიზიკურად გადაღლილი მოვიდა“ | სპორტინგის მწვრთნელმა ქოჩორაშვილზე ისაუბრა