Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი | ჩაკვეს უოტფორდის გავარდნის შანსი მაღალია
Opta-მ ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის, ჩემპიონშიპის ახალ სეზონთან დაკავშირებით საკუთარი სუპერკომპიუტერის პროგნოზი გაგვიზიარა. Opta ვარაუდობს, რომ გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ პრემიერ ლიგაში ვერ დაწინაურდება. უფრო მეტიც, „კრაზანებს“ ადგილის შენარჩუნებაც გაუჭირდებათ.
ცნობილი პორტალის მიხედვით, „უოტფორდის“ გავარდნის ალბათობა 21.7 პროცენტია, რაც „ოქსფორდთან“ ერთად, ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. მათ შემდეგ მოდის „რექსემი“ (20.2 პროცენტი) და „ჩარლტონი (20.1 პროცენტი).
Opta-ს სუპერკომპიუტერი უაღრესად დაძაბულ და თანაბარ სეზონს ვარაუდობს, რისი დასტურიც „კრაზანების“ ტოპ 9-ში მოხვედრის ალბათობაა - 22.8 პროცენტი. რაც შეეხება სხვა პოზიციებს, „უოტფორდის“ პირველ ადგილზე გასვლის შანსი 1.3 პროცენტით ფასდება, მეორე ადგილი - 1.7 პროცენტი, მესამე ადგილი - 2.2 პროცენტი, მეოთხე ადგილი - 2.4 პროცენტი, მეხუთე ადგილი - 2.8 პროცენტი, მეექვსე ადგილი - 2.4 პროცენტი.
ცნობისთვის, „უოტფორდი“ სეზონს 9 აგვისტოს გახსნის. ჩემპიონშიპის პირველ ტურში „კრაზანები“ „ჩარლტონს“ დაუპირისპირდებიან. მატჩი 15:30-ზე დაიწყება.