ბარსელონა, პსჟ, ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

ლაპორტა: “ვიმედოვნებ პსჟ-სთან ვითამაშებთ, რათა გავიგოთ, რომელია უკეთესი“

ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ესპანურ მედიასთან პარი სენ ჟერმენთან დაკავშირებით აღფრთოვანებით ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ გასულ სეზონში ორივე კლუბი ევროპულ ფეხბურთში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდა.

ლაპორტა:

„პსჟ გასულ სეზონში საოცარი იყო. მათ ჩემპიონთა ლიგა და საფრანგეთის ჩემპიონატი მშვენიერი ფეხბურთით მოიგეს. პსჟ-ს დიდებული მწვრთნელი და საოცარი ფეხბურთელები ჰყავს. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში ძლიერ გუნდს ქმნის. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით მათ წინააღმდეგ თამაში.

ეს იქნებოდა საფეხბურთო მატჩი, რომელსაც მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდა. მჯერა, რომ გასულ სეზონში ჩვენ ორი ყველაზე კონკურენტუნარიანი და საუკეთესოდ მომზადებული გუნდი ვიყავით.

ვიმედოვნებ, რომ ამ სეზონში მათ წინააღმდეგ ვითამაშებთ, რათა გავიგოთ რომელია უკეთესი. ვისაც კი ფეხბურთი უყვარს, ყველამ თქვა, რომ ბარსელონა და პსჟ საუკეთესო ფორმაში მყოფი გუნდები იყვნენ და მსოფლიოსი საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდნენ.“

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში პარი სენ ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერი 5:0 გაანადგურა. ნერაძურიმ ნახევარფინალში ბარსელონას უმძიმეს ბრძოლაში აჯობა და კატალონიელებს ფინალში გასვლის შესაძლებლობა არ მისცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები