ბენფიკა, ლისაბონის სპორტინგი
Aa
Aa

ბენფიკამ და სპორტინგმა ქულები გაიყვეს - ქოჩორაშვილი სათადარიგო იყო

პორტუგალიის ჩემპიონატის მე-13 ტურის ცენტრალურ მატჩში „ბენფიკამ“ გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგს“ უმასპინძლა - ლისაბონური დერბი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ანგარიში მე-12 წუთზე „ლომების“ შემტევმა, პედრო გონსალვეშმა გახსნა, 27-ეზე კი „არწივების“ უკრაინელმა ლეგიონერმა, გეორგი სუდაკოვმა წონასწორობა აღადგინა. 

რაც შეეხება ქოჩორაშვილს, ის სათადარიგო იყო და დერბიში არ უთამაშია.

13 ტურის შემდეგ „სპორტინგი“ 32 ქულით მეორე ადგილზეა, „ბენფიკა“ კი 29 ქულით - მესამეზე. სატურნირო ცხრილის სათავეში „პორტუა“, რომელიც ქოჩორაშვილის გუნდს 2 ქულით უსწრებს და მე-13 ტურში 8 სტუმრად, „ტონდელას“ ესტუმრება.

რაც შეეხება „სპორტინგს“, 9 დეკემბერს „ლომები“ გასვლაზე მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეტი სათამაშო დროის მისაღებად მზად არის“ | გრასიამ ჩაკვეზე ისაუბრა
„მეტი სათამაშო დროის მისაღებად მზად არის“ | გრასიამ ჩაკვეზე ისაუბრა