„მეტი სათამაშო დროის მისაღებად მზად არის“ | გრასიამ ჩაკვეზე ისაუბრა
„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი გრასიამ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. „კრაზანების“ მომდევნო მეტოქე „ნორვიჩი“ გახლავთ და ესპანელმა სპეციალისტმა გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე ისაუბრა.
„ყველა ფეხბურთელი ერთნაირ სიტუაციაშია. ყოველთვის აქვთ შანსი ითამაშონ და ახლა, როდესაც მოკლე პერიოდში ამდენი მატჩის გამართვა გვიწევს, ყველა მათგანი დაგვჭირდება. არის თუ არა ჩაკვეტაძე უფრო მეტის სათამაშოდ მზად? კი, ასე ვფიქრობ. გიორგი საკუთარ დონეს აუმჯობესებს და შეუძლია კონკურენტუნარიანი იყოს.“
ცნობისთვის, „ჩაკვეს“ 5 აპრილის შემდეგ არ უთამაშია და გუნდს 229-დღიანი პაუზის შემდეგ, „პრესტონის“ წინააღმდეგ დაუბრუნდა. ქართველი ფეხბურთელი 74-ე წუთზე ცვლილებაზე შევიდა, „ბირმინგემთან“ კი მინდორზე 32 წუთი გაატარა.
გეტყვით იმასაც, რომ „უოტფორდს“ 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-15 პოზიციას იკავებს. „კრაზანებისა“ „ნორვიჩის“ დაპირისპირება 6 დეკემბერს, თბილისის დროით, 16:30-ზე დაიწყება.