გადაწყდა - ალაბა და როდრიგო ზაფხულში წავლენ
ავტორიტეტული გამოცემა The Athletic იუწყება, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მადრიდის რეალს ორი ვარსკვლავი დატოვებს.
საუბარი როდრიგოზე და დავიდ ალაბაზეა. ბრაზილიელის შემთხვევაში, სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო. გოეშს 30-მატჩიანი უგოლო სერია დაუგროვდა, რაც ყოვლად მიუღებელია.
მიმდინარე წლის ზაფხულში, როდრიგოს გადაბირებით რამდენიმე ევროპული კლუბი ცდილობდა, თუმცა რეალმა 100 მილიონ ევროს მიღება გადაწყვიტა და ამხელა თანხა არავინ გადაიხადა. გამოცემა წერს, რომ ახლა ბლანკოსი ნებისმიერ წინადადებას მოისმენს.
რაც შეეხება ალაბას, მას 2026 წლის ივნისში კონტრაქტი ეწურება და გახანგრძლივება არ იგეგმება. ავსტრიელს სამეფო კლუბისთვის სარგებელი არ მოაქვს, რადგან სულ ტრავმები აქვს.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალი ლა ლიგის მორიგ ტურში სელტას უმასპინძლებს. ამის შემდეგ კი რამდენიმე დღეში ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერ სიტის.