ჯუდ ბელინგემი, ჯობ ბელინგემი
Aa
Aa

3+1 ორ მატჩში - შვილების შემდეგ გერმანულ კლუბში ბელინგემების მამაც გადავიდა

ჯუდ და ჯობ ბელინგემების მამა, მარკ ბელინგემი გერმანიის მე-9 დივიზიონში მოასპარეზე „ჰერდეკე-ენდეს“ შეუერთდა, რათა „დორტმუნდში“ მოთამაშე ჯობთან უფრო ახლოს ყოფილიყო. ამის შესახებ გამოცემა Goal.com-ი იტყობინება.

მარკ ბელინგემი 49 წლისაა და ინგლისის ქვედა ლიგებში მას 700-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. შვილებისგან განსხვავებით, ის ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს. რაც შეეხება „ჰერდეკე-ენდეს“, ის ამავე სახელწოდების პატარა ქალაქშია ბაზირებული, რომელიც დორტმუნდიდან 15 კილომეტრში მდებარეობს.

გამოცემის ინფორმაციით, თავდაპირველად მარკ ბელინგემმა კლუბს ვეტერანთა გუნდში თამაშის თხოვნით მიმართა, თუმცა რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ გადაწყდა, რომ ის არა ვეტერანებში, არამედ მოყვარულთა გუნდში ითამაშებს, სადაც მან თავის გამოჩენა უკვე მოასწრო და ორ თამაშში 3 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

„მეტოქის კარის სიახლოვეს მარკი ლეტალურია. მან პირველივე ვარჯიშზე აჩვენა თავისი კლასი და მთელი გასახდელი ინგლისურად აალაპარაკა“, - ამბობს „ჰერდეკე ენდეს“ მწვრთნელი მარსელ შუნკე.

ცნობისთვის, ჯუდ ბელინგემმა მადრიდის „რეალში“ გადასვლამდე სამი სეზონი სწორედ „დორტმუნდში“ გაატარა. ჯუდმა „კრაზანების“ მაისური 132-ჯერ მოირგო, გუნდთან ერთად 2021 წელს გერმანიის თასი მოიგო, 2022-2023 წლების სეზონში კი ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რის შემდეგაც 120 მილიონი დოლარის სანაცვლოდ „რეალში“ გადავიდა.

რაც შეეხება მის უმცროს ძმას, ჯობ ბელინგემს, ის „დორტმუნდში“ მიმდინარე წლის ივნისში გადავიდა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჯობმა „დორტმუნდში“ უკვე 24 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მათ ვიძახებ, ვინ გუნდს უფრო აძლიერებს“ - ტუხელი ბელინგემის არგამოძახებაზე
„მათ ვიძახებ, ვინ გუნდს უფრო აძლიერებს“ - ტუხელი ბელინგემის არგამოძახებაზე