ლივერპული, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

“უნდა დაიჯეროს, რომ საკმარისად კარგია“ - დევიდ ჯიემსი მამარდაშვილზე

გიორგი მამარდაშვილის შესახებ ლივერპულისა და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ დევიდ ჯეიმსმა ისაუბრა.

რა თქვა ჯეიმსმა?

„ლივერპული მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია და ხშირად არ ხდება, რომ ორჯერ დაგიძახონ. მამარდაშვილი აქ პირდაპირ კონკურენტის სტატუსით მოვიდა. მან უნდა დაიჯეროს, რომ საკმარისად კარგია ლივერპულისთვის. მან უკვე ითამაშა დიდ ტურნირებზე და საერთაშორისო მატჩებში, სადაც თავი შესანიშნავად გამოიჩინა. ასე რომ, ვფიქრობ, ეს გარემოება მას არ დააბნევს.

საინტერესო იქნება, თუ ის სეზონს ძირითადში არ დაიწყებს, რამდენად ექნება მოტივაცია, რომ თავის შანსს დაელოდოს. მეკარის პოზიცია ძალიან კონკურენტუნარიანია. შანსი აუცილებლად ექნება.

მისი სახით ჩვენ კიდევ ერთი ახალგაზრდა, ნიჭიერი მეკარე გვყავს და თუ ის ძირითადში ვერ მოხვდება, ამის მიზეზი მხოლოდ ალისონი იქნება. ეს კი გიორგის საუკეთესო ფორმაში ყოფნას აიძულებს. ლივერპულს სწორედ ეს სურს.თუ მამარდაშვილი ძირითადში მოხვდება, ამის მიზეზი მხოლოდ ის იქნება, რომ ალისონზე უკეთესია.“

შეგახსენებთ, რომ ლივერპულმა სეზონისთვის მოსამზადებელი პერიოდი დაასრულა და 10 აგვისტოს, ინგლისის სუპერ თასზე კრისტალ პალასს დაუპირისპირდება. რაც შეეხება პრემიერ ლიგას, 15 აგვისტოს დაიწყება და მერსისაიდელები პირველ ტურში ბორნმუთთან საკუთარ კედლებში ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“აქ ყოფნით და ახალი გუნდით ბედნიერი ვარ“ - გოგლიჩიძის პირველი კომენტარი
“აქ ყოფნით და ახალი გუნდით ბედნიერი ვარ“ - გოგლიჩიძის პირველი კომენტარი