OneFootball: “მამარდაშვილმა არნე სლოტი დააფიქრა“
როგორც მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ, გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულის რიგებში, ენფილდზე პირველად ითამაშა.
ქართველმა მეკარემ 90 წუთი ითამაშა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. ამასთან დაკავშირებით, ავტორიტეტული გამოცემა OneFootball სტატიას აქვეყნებს.
OneFootball:
„მამარდაშვილი ამტკიცებს, რომ მისთვის ალისონის შემცვლელის როლი დამაკმაყოფილებელი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ატლეტიკთან 2 გოლი გაუშვა, არნე სლოტის გუნდის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.
ცვლილებაზე შესულმა არესმა მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე ძლიერად დაარტყა, მაგრამ მამარდაშვილმა ბრწყინვალე ნახტომი და მოგერიება შემოგვთავაზა, რის შემდეგაც ბურთი კუთხურზე გადავიდა. ქართველმა კიდევ ერთი მოგერიება შეასრულა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო მას ეს ოფიციალურ გრაფაში არ ჩაეწერა.
იქნება, თუ არა პირველი მეკარე სუპერ თასზე კრისტალ პალასის წინააღმდეგ? 1 წელია ვიცით, რომ გიორგი ენფილდზე ჩამოდიოდა. მან უკვე აჩვენა, თუ რატომ დაიმატა ლივერპულმა. 90 წუთის განმავლობაში ბევრი საქმე არ ჰქონდა, მაგრამ თავი მაშინ გამოიჩინა, როცა გუნდს დასჭირდა. ეს შესანიშნავი მეკარის დამახასიათებელი ნიშანია. მამარდაშვილმა არნე სლოტი დააფიქრა.“
შეგახსენებთ, რომ ლივერპულმა სეზონისთვის მოსამზადებელი პერიოდი დაასრულა და 10 აგვისტოს, ინგლისის სუპერ თასზე კრისტალ პალასს დაუპირისპირდება. რაც შეეხება პრემიერ ლიგას, 15 აგვისტოს დაიწყება და მერსისაიდელები პირველ ტურში ბორნმუთთან საკუთარ კედლებში ითამაშებენ.