გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

მამარდაშვილი პირველი მეკარე გახდება? | ფენერბაჰჩეს ალისონის შეძენა სურს

„ლივერპულის“ გოლკიპერს, ალისონ ბეკერს ახალი მსურველი გამოუჩნდა. ავტორიტეტული თურქული გამოცემის, Sabah-ის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიოს „ფენერბაჰჩეს“ მეკარის პოზიციის გაძლიერება სურს და მათი მთავარი სამიზნე ბრაზილიელი გოლკიპერია.

თურქული კლუბი „მანჩესტერ სიტის“ მეკარის, ედერსონის გაფორმებას გეგმავდა, თუმცა „ქალაქელებთან“ არაფერი გამოსდით. „ფენერბაჰჩე“ შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილოა და ალტერნატიულ ვარიანტზე გადავიდა, რომელიც ალისონია.

„ფენერბაჰჩეს“ „ლივერპულისთვის“ წინადადებით არ მიუმართავს და არც ფეხბურთელთან ჰქონია კონტაქტი. Caughtoffside წერს, რომ გიორგი მამარდაშვილის შეძენა, იმის მაჩვენებელია, რომ „წითლები“ ცვლილებებისთვის მზად არიან, თუმცა დასძენს, რომ საეჭვოა, ეს ამ ზაფხულს მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისთვის“ ახალი სეზონი 10 აგვისტოს იწყება. 18:00-ზე „მამარდა“ და კომპანია „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდებიან და ქომუნითი შილდისთვისთვის იბრძოლებენ. „ლივერპული“ პრემიერ ლიგის პირველ შეხვედრას 15 აგვისტოს, „ბორნუთის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბი ვარსკვლავია, მაგრამ...“ - სონენმა დვალიშვილზე ილაპარაკა
„მერაბი ვარსკვლავია, მაგრამ...“ - სონენმა დვალიშვილზე ილაპარაკა