გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

“მიხარია, რომ ჩაკვეტაძესთან ერთად ვითამაშებ და არა მის წინააღმდეგ“

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, უოტფორდი 24 წლის კვიპროსელი ნახევარმცველით, ექტორ კიპრიანუთი გაძლიერდა, რომელიც პიდერბოროდან დაიმატა.

ახალწვეულმა BBC Radio-სთან ისაუბრა. ინტერვიუს დროს, კიპრიანუმ გიორგი ჩაკვეტაძე ახსენა.

რა თქვა კიპრიანუმ?

„მიხარია, რომ ახალ სეზონში გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად ვითამაშებ და არ ამის წინააღმდეგ. ასევე კარგად ვნახე კვადვო ბაას სისწრაფეც. ის საკმაოდ საშიშია და ნებისმიერ გუნდს პრობლემებს შეუქმნის.“

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძის მომავალი ბოლომდე გარკვეული არ არის. ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით პრემიერ ლიგის გუნდები ინტერესდებიან, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული ნაბიჯი არავის გადაუდგამს.

ცნობისთვის, უოტფორდი ახალ სეზონს 9 აგვისტოს იწყებს. კრაზანები პირველ ტურში სტუმრად ჩარლტონს დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 15:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ოქროს ბურთის სამეულში უნდა მოხვდეს“ - გახოკიძემ კვარა შეაფასა
„ოქროს ბურთის სამეულში უნდა მოხვდეს“ - გახოკიძემ კვარა შეაფასა