„პროგრესირებს, მაგრამ მოთმინებაა საჭირო“ | უოტფორდის თავკაცმა ჩაკვეზე ისაუბრა
„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი გრასიამ, მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. „კრაზანების“ დამრიგებელს გიორგი ჩაკვეტაძის შესახებაც ჰკითხეს და გრასიამ განაცხადა, რომ „ჩაკვეს“ დრო სჭირდება, მოედანს დაუბრუნდეს.
„ის პროგრესირებს. პროცესს გადის და დრო სჭირდება, რათა ნელა, მაგრამ სტაბილურად მზად იყოს. დიდი ხანია გუნდთან ერთადკი არ არის და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მუშაობა და მოთმინებაა საჭირო. ამავდროულად, გვინდა, ეს ფეხბურთელი რაც შეიძლება მალე დაგვიბრუნდეს.
ამ მომენტისთვის მეტის თქმა არ შემიძლია. ის ვარჯიშობს, დიდ ძალისხმევას დებს, ისევე როგორც გუნდის ფიზმომზადების დეპარტამენტი, და გვინდა, გიორგი რაც შეიძლება სწრაფად იყოს მზად. თუმცა, როგორც გითხარით, მასთან მიმართებით მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და გვერდში დავუდგეთ. აუცილებელია, იმდენი დრო მივცეთ, რამდენიც სრულად აღდგენისთვის დასჭირდება.“
შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძეს 2025 წლის 5 აპრილის შემდეგ არ უთამაშია. „ჩაკვეს“ ფეხის თითის პრობლემები აწუხებს და ადრე გრასიამ განაცხადა, რომ გიორგი საუკეთესო მომენტში უნდა დაბრუნდეს. „უოტფორდს“ რაც შეეხება, „კრაზანებს“ 20 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მე-15 პოზიციას იკავებენ.