ანდრეას კრისტენსენი, რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

ფლიკს უნდოდა ინტერთან კრისტენსენი შეეყვანა | დანიელის პასუხი და ლევანდოვსკის შესვლა

რობერტ ლევანდოვსკის ბიოგრაფიულ წიგნში, რომლის ავტორიც სებასტიან სტასჟევსკია, „ინტერთან“ გამართულ მატჩზეცაა საუბარი. ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ნახევარფინალური დაპირისპირების განმეორებით შეხვედრაში „ბარსელონა“ 3:2-ს იგებდა და ფინალში გასვლასთან ახლოს იყო, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე გაუშვა და თამაში დამატებით დროში გადავიდა.

მატჩის ბოლოსკენ, 3:2-ზე, „ბლაუგრანას“ მთავარ მწვრთნელს, ჰანსი ფლიკს, სურდა ცვლილებაზე ანდრეას კრისტენსენს შეეყვანა, რათა ბოლო წუთებზე მეტოქის ჩაწოდებებს გამკლავებოდა. კრისტენსენების გამოყვანით ფლიკს სურდა „ინტერის“ მაღალი ფეხბურთელები მეორე სართულზე გაენეიტრალებინა.

89-ე წუთისკენ, როდესაც გერმანელი სპეციალისტის ასისტენტი კრისტენსენთან მივიდა და უთხრა, მოედანზე შესასვლელად მომზადებულიყო, მცველმა თქვა, რომ ზურგის დისკომფორტს გრძნობდა. ეს სამწვრთნელო შტაბისთვის სრულიად მოულოდნელი იყო. ფლიკს ანდრეასის სიტყვებში ეჭვი შეეპარა და არ ეგონა, რომ ტრავმა ნამდვილი იყო, მაგრამ შესამოწმებლად დრო არ ჰქონდა და ალტერნატივა მოძებნა.

„ბარსელონას“ თავკაცმა კრისტენსენის ნაცვლად ლევანდოვსკი შეიყვანა, რომელსაც ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა, რათა ჩაწოდებებისას მაღალი ფეხბურთელი ჰყოლოდა. „ლევას“ ფიზიკური კონდიციების მხრივ, პრობლემები შეექმნა და საბოლოოდ, „ინტერმა“ გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი VS იანი - ცნობილია, ვინ იქნებიან ბრძოლის მსაჯები
დვალიშვილი VS იანი - ცნობილია, ვინ იქნებიან ბრძოლის მსაჯები