საუთჰემპტონის ყოფილი ფეხბურთელი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა
ფეხბურთის სამყაროში ტრაგიკული ინფორმაცია გავრცელდა — 21 წლის ნიგერიელი ფეხბურთელი ვიქტორ უდო გარდაიცვალა.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ახალგაზრდა ფეხბურთელი ნიგერიის დედაქალაქ აბუჯაში დაიღუპა. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის, თუმცა სხვადასხვა წყარო იუწყება, რომ საქმის გარემოებები ჯერ კიდევ ბუნდოვანია. არაოფიციალური ინფორმაციით, ერთ-ერთ ვერსიად საკვებით ან სასმელით შესაძლო მოწამვლაც განიხილება, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
უდოს გარდაცვალებას ოფიციალურად გამოეხმაურა საუთჰემპტონი, რომელმაც მწუხარება გამოთქვა და ფეხბურთელის ოჯახს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ვიქტორ უდო კარიერის ადრეულ ეტაპზე ანტვერპენის აკადემიაში იზრდებოდა, რის შემდეგაც ინგლისურ კლუბს შეუერთდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი პერსპექტიულ ტალანტად მიიჩნეოდა და კარიერის განვითარებას ევროპაში აგრძელებდა.
2025 წლის ოქტომბერში მან კარიერის ახალი ეტაპი დაიწყო და ჩეხურ კლუბ ბუდეიოვიცესთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
We are devastated by the tragic passing of former player Victor Udoh at the age of 21.
— Southampton FC (@SouthamptonFC) May 26, 2026
The thoughts of everyone at #SaintsFC go out to Victor's loved ones at this extremely difficult time. pic.twitter.com/EiM0FKC64J