სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

„ერთ-ერთი საუკეთესოა“ | რას წერს ESPN-ი სანდრო მამუკელაშვილზე

ESPN-მა საკუთარი რეიტინგი განაახლა და ამ მომენტისთვის, NBA-ის საუკეთესო გუნდების სია შემოგვთავაზა. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსს“ წინსვლა აქვს. ბოლო მონაცემებით, კანადელები მე-17 პოზიციას იკავებდნენ, ამჟამინდელ რეიტინგში კი მე-12 ადგილზე არიან.

ESPN-მა ქართველი კალათბურთელიც ახსენა და დაწერა: „სანდრო მამუკელაშვილი „ტორონტოს“ მაისურით პირველ სეზონს ატარებს და NBA-ის ერთ-ერთი საუკეთესო სათადარიგო ცენტრია. მამუკელაშვილი არის მაღალი, რომელსაც მეტოქის დაცვის გაწელვა შეუძლია. ის პერიმეტრიდან 45 პროცენტით ისვრის და, როდესაც პარკეტზეა, „ტორონტო“ მეტოქეზე საშუალოდ 13.8 ქულით მეტს აგდებს. „რეპტორსში“ ამაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ გრეიდი დიკს აქვს.“

ESPN-ის გარდა, მამუკელაშვილზე ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა, ზაკ ლოუმაც ისაუბრა: „სანდრო მამუკელაშვილის გაფორმება ალბათ საუკეთესო გარიგებაა, რომელიც სეზონის დაწყებამდე დაიდო. იმის გათვალისწინებით, რასაც „ტორონტო“ მას უხდის და მისგან იღებს, ალბათ საუკეთესო გარიგებაა. მამუკელაშვილმა გუნდი მთლიანად შეცვალა.“

ცნობისთვის, „ტორონტოს“ 10 მოგება და 5 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე პოზიციას იკავებს. კანადელები მომდევნო შეხვედრას 22 ნოემბერს გამართავენ და „მილუოკი ბაქსს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლები აღარ გაიტანო | ბარსელონას უცნაური თხოვნა ლევანდოვსკის
გოლები აღარ გაიტანო | ბარსელონას უცნაური თხოვნა ლევანდოვსკის