ალეკსანდარ ძიკიჩი
Aa
Aa

კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადება დაიწყო. ალეკსანდარ ჯიკიჩმა გუნდი გაფართოებული, თუმცა არასრული შემადგენლობით „თბილისი არენაზე“ ავარჯიშა.

სერბი სპეციალისტის განკარგულებაში ძირითადად სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელები იყვნენ, თუმცა რამდენიმე ლეგიონერმაც შეძლო ჩამოსვლა, მათ შორის რატი ანდრონიკაშვილმა, ლიდერები კი გუნდს რამდენიმე დღეში, შიდაჩემპიონატის თამაშების შემდეგ შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვედრას ჩაატარებს. 27 ნოემბერს, „თბილისი არენაზე“ ქართველი კალათბურთელები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, 30 ნოემბერს კი სტუმრად, ესპანეთის ნაკრებს შეხვდებიან.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე პატარა ქვეყანა მუნდიალზე | კიურასაო მსოფლიოზე ითამაშებს
ყველაზე პატარა ქვეყანა მუნდიალზე | კიურასაო მსოფლიოზე ითამაშებს