ილია თოფურია, პედი პიმბლეტი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ორივე მოძალადეა“ - პიმბლეტი ილიაზე და ცარუკიანზე

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა JNMEDIAUK-თან ინტერვიუს დროს ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანის შესახებ ისაუბრა და ორივე მებრძოლს მოძალადე უწოდა. პედიმ ილია თოფურიასთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, რომელიც რამდენიმე წლის წინ, UFC-ის ლონდონის ღონისძიებაზე შეემთხვა.

რას ამბობს პიმბლეტი:

„არმანი და ილია მოძალადეები არიან. ადამიანებს ჯგუფურად თავს ესხმიან მაშინ, როდესაც მათი მსხვერპლი მარტო და დაუცველია. ილია ჩემთან ასე მოიქცა და არმანმაც სცადა ბობი გრინის წინააღმდეგ იგივეს გაკეთება. მაგრამ ამჯერად გუნდთან ერთად დავდივარ და თუ ისინი ჩემზე თავდასხმას მოინდომებენ, საპასუხოდაც მაგრად მოხვდებათ და სათანადოდ დაისჯებიან.“

ამის შემდეგ, „ბედიმ“ ილიასთან საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მის გარდა სატიტულო ბრძოლის მიღებას არავინ იმსახურებს — არც ჯასტინ გეიჯი და არც არმან ცარუკიანი.

„არასდროს მინდა ჯასტინ გეიჯის შესახებ ცუდის თქმა, რადგან ლეგენდაა, მაგრამ ბოლო პერიოდში ისეთი ინტერვიუების ჩაწერა დაიწყო, რომ ნამდვილი ნაძირალაა. ამბობს, რომ UFC-ის მისი ვალი აქვს, სატიტულო ბრძოლას იმსახურებს და ა.შ.“

„არავის აქვს მისი ვალი, უბრალოდ, ქამრისთვის ჩხუბი უნდა დაიმსახურო. რა გააკეთა ბოლო ბრძოლაში? ვის მოუგო? მე გაცილებით საინტერესო პერფორმანსი მქონდა, დავამარცხე რეიტინგში ჩემს ზემოთ მყოფი მებრძოლი, შთამბეჭდავად დავამარცხე, ვიდრე მან. ვიცი, რომ ლეგენდაა და ორგანიზაციისთვის ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ არ შეუძლია ასე უბრალოდ მოითხოვოს სატიტულო ჩხუბი.“

„მის შემდეგ არმანი აქტიურობს, რომელსაც დაახლოებით 18 თვე არ უბრძოლია. მე და თოფურიას კი გარკვეული სიუჟეტი გვაქვს მომზადებული და გამოსაცხადებლად ყველაფერი მზადაა. ვერ ვხვდები, აქამდე რატომ არ გამოცხადდა ჩვენი ბრძოლის შესახებ, კონტრაქტი უკვე გაფორმებული უნდა იყოს. მაგრამ იმედს არ ვკარგავ, ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში.“

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი მიმდინარე წლის ივნისში, ჩარლზ ოლივეირას დამარცხებით მოიპოვა, ბრძოლის შემდეგ კი პედი პიმბლეტი გამოიწვია. თუმცა, ქართველი მებრძოლი ამ დრომდე მომდევნო ოპონენტის მოლოდინშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვნახოთ, შეასრულებს თუ არა თოფურია თავის სიტყვას“ - პიმბლეტი ილია VS ისლამზე
„ვნახოთ, შეასრულებს თუ არა თოფურია თავის სიტყვას“ - პიმბლეტი ილია VS ისლამზე