დაუნდობელი ანალიზი: 4 მიზეზი, რამაც ნაკრები ჩამოშალა! ც9
Crystalsport-ის იუთუბ არხი ტრადიციულად მნიშვნელოვანი მატჩების, გუნდებისა და საფეხბურთო მოვლენების ტაქტიკურ ანალიზს გთავაზობთ. ამჯერად, მამუკა კუკულაძის ვიდეობლოგი „ცრუ ცხრიანი" -ი საქართველოს ნაკრების მიერ ნოემბერში გამართული ორი მატჩის ანალიზს გთავაზობთ.
ვიდეოში ნახავთ:
ეროვნული ნაკრების დაღმასვლის გამომწვევი მიზეზები და ფაქტები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. სამწვრთნელო შტაბის შეცდომები ტაქტიკურ ჭრილში და ასევე ფეხბურთელებთან ურთიერთობის დროს გადადგმული არასწორი ნაბიჯები. და თავად ფეხბურთელების მიერ დაშვებული შეცდომები, გაკეთებული განცხადებები, რომლებიც რეალობას არის აცდენილი. ცრუ ცხრიანში ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე იყო საუბარი. ასევე გამოსავალზეც, რომელიც ნამდვილად არსებობს.
