ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„თოფურიას მოვახრჩობ“ | არმანი დარწმუნებულია, რომ ილიას დაამარცხებს

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. ცარუკიანს მიაჩნია, რომ „ელ მატადორს“ დაამარცხებს და ვარაუდობს, რომ მას მახრჩობელა ილეთით მოუგებს.

„დენ ჰუკერი პირადულზე არ შემხებია. რამე მსგავსი რომ მოხდეს, სასტუმროს ნომრიდან გამოვიყვან და დაველაპარაკები. იგივე ეხება ილია თოფურიას. ჩხუბის ბიზნესში ვართ, მაგრამ ბინძურად საუბრის დონეები არსებობს. თუ პირადად ჩემზე ან ჩემს ოჯახზე იტყვის რამე ცუდს, პრობლემები შეექმნება.

რაც შეეხება თოფურიას, ვფიქრობ, ილია პედი პიმბლეტს დაანოკაუტებს. თოფურია არის მებრძოლი, რომელიც ბევრს ლაპარაკობს. როგორ გავიმარჯვებ ილიასთან? მას მოვახრჩობ. მას ჩემი ეშინია, რადგან გამორჩეული უნარები და ჭიდაობა მაქვს.“

შეგახსენებთ, რომ ცარუკიანი დოჰაში იმყოფება, სადაც მოახლოებულ უქმეებზე დენ ჰუკერს დაუპირისპირდება. „ელ მატადორიც“ კატარშია, რადგან მისი ძმა, ალექსანდრე თოფურია ჩხუბობს. „კონკისტადორის“ მეტოქე ყაზახი მებრძოლი, ბეკზატ ალმახანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფეხბურთელებმა გამარჯვების წყურვილი დაკარგეს  | სანიოლი მორიგი მარცხის შემდეგ
ფეხბურთელებმა გამარჯვების წყურვილი დაკარგეს | სანიოლი მორიგი მარცხის შემდეგ