ზურიკო დავითაშვილი, ჯეიდონ სანჩო, ბეშიქთაში
Aa
Aa

„სანჩოს ზურიკო სჯობს“ - ბეშიქთაშის ფანები დავითაშვილის შესაძლო ტრანსფერზე

თურქული მედია „ბეშიქთაშისა“ და ზურიკო დავითაშვილის შესახებ მორიგ სტატიას აქვეყნებს. რამდენიმე დღის წინ ადგილობრივ მედიაში დაიწერა, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „არწივები“ ჯეიდონ სანჩოს გადაბირებას შეეცდებიან. „ბეშიქთაში“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელის დამატებას ზაფხულშიც ცდილობდა, თუმცა ეს ტრანსფერი არ შედგა, ახლა კი ბრიტანელი ფეხბურთელი სტამბოლში შენიშნეს, რამაც მისი შესაძლო ტრანსფერის შესახებ ჭორები ისევ აქტუალური გახადა. ზოგიერთი გამოცემა იმასაც წერს, რომ სანჩო „ბეშიქთაშის“ ხელმძღვანელობას უკვე შეხვდა.

„იუნაიტედმა“ სანჩო დორტმუნდიდან 85 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა „ოლდ ტრაფორდზე“ ახალგაზრდა გარემარბის კარიერა ვერ აეწყო. ამას მოჰყვა იჯარები „დორტმუნდში“, „ჩელსისა“ და „ასტონ ვილაში“. 2026 წლის ზაფხულში სანჩო თავისუფალი აგენტი გახდება, ამიტომ, დიდი ალბათობით, „იუნაიტედი“ მას ბირმინგემული კლუბიდან დააბრუნებს და იანვარში გაყიდის. ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებად 40 მილიონი ევრო სახელდება.

თუმცა, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები ამ ტრანსფერის მიმართ პესიმისტურად არიან განწყობილები - სანჩოს ნაცვლად 40 მილიონი ევროს გადახდას ისინი 20 მილიონად ზურიკო დავითაშვილის ყიდვას ამჯობინებენ.

„სანჩო „ასტონ ვილაში“ ვერაფერს აჩვენებს“. „სჯობს, 20 მილიონად ზურიკო ვიყიდოთ და 2 სეზონში 40 მილიონად გავყიდოთ“. „დავითაშვილი უფრო აგრესიულია“, - წერენ სოციალურ ქსელებში „არწივების“ ფანები.

ცნობისთვის, დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე გათამაშებაში 12 მატჩი ჩაატარა და 6 გოლით გამოიჩინა თავი. Transfermarkt-ის მონაცემებით, მისი საბაზრო ღირებულება 9 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საფრანგეთის სუპერ თასი - კვარა მორიგი ტიტულისთვის ქუვეიტში იბრძოლებს
საფრანგეთის სუპერ თასი - კვარა მორიგი ტიტულისთვის ქუვეიტში იბრძოლებს