„დვალიშვილი განსაკუთრებულია, ის თითქმის ყველას უყვარს“ - კორმიე
UFC-ის ორი წონის ყოფილი ჩემპიონი, ამჟამად კი კომენტატორი დენიელ კორმიე მიიჩნევს, რომ პრომოუშენის მოქმედ ჩემპიონებს შორის ყველაზე კარგად საკუთარ კარიერას მერაბ დვალიშვილი წარმართავს.
რა თქვა კორმიემ:
„მერაბს თითქმის არავინ აქცევდა ყურადღებას, ახლა ის თითქმის ყველას უყვარს. UFC-ის იმდენი მებრძოლი უნახავს, იმდენი კაცი და ქალი გამხდარა ჩემპიონი, მაგრამ რასაც მერაბი აკეთებს, ეს აქამდე ჯერ არავის გაუკეთებია, და ეს ძალიან მომწონს.
დვალიშვილი ამბობს, რომ ყოველთვის მზადაა ჩხუბისთვის. შთამბეჭდავია ისიც, რომ რთულად იკლებს წონას, მაგრამ მაინც ძალიან ხშირად ჩხუბობს“.
ცნობისთვის, 7 დეკემბერს მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტულს მეოთხედ დაიცავს, რაც აქამდე UFC-ის ისტორიაში არავის გაუკეთებია. იანვარში მან უმარ ნურმაგომედოვი, ივნისში - შონ ომალი, ოქტომბერში კი კორი სენდჰეგენი დაამარცხა.