ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

ცარუკიანი: თოფურიამ ჩემთან უნდა იჩხუბოს

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, არმან ცარუკიანი მიიჩნევს, რომ დენ ჰუკერთან გამარჯვების შემთხვევაში ტიტულისთვის უნდა იბრძოლოს

სომეხი მებრძოლი დარწმუნებულია, რომ ჰუკერთან გამარჯვების შემთხვევაში, ჩემპიონ ილია თოფურიას წინააღმდეგ სატიტულო ბრძოლას მიიღებს.

„მე ამაში დარწმუნებული ვარ. რასაკვირველია, მზად ვიქნებით ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, მაგრამ სხვა პრეტენდენტები ამ მომენტისთვის არ არსებობენ. ილია თოფურიას მოუწევს ჩემთან ბრძოლა და ჩემი ბრძოლა განსაზღვრავს სიტუაციას მსუბუქ წონაში ტიტულთან დაკავშირებით“, – თქვა ცარუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ცარუკიანი დოჰაში იმყოფება, სადაც მოახლოებულ უქმეებზე დენ ჰუკერს დაუპირისპირდება. „ელ მატადორიც“ კატარშია, რადგან მისი ძმა, ალექსანდრე თოფურია ჩხუბობს. „კონკისტადორის“ მეტოქე ყაზახი მებრძოლი, ბეკზატ ალმახანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბთან ჩხუბი გამორიცხულია“ | ალექსანდრემ მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა
„მერაბთან ჩხუბი გამორიცხულია“ | ალექსანდრემ მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა