ფიბა-ს ევროპის თასი - ქუთაისმა ასპარეზობა ბილბაოსთან მარცხით დაასრულა
Aa
Aa

ფიბა-ს ევროპის თასი - ქუთაისმა ასპარეზობა ბილბაოსთან მარცხით დაასრულა

ფიბა-ს ევროპის თასის მე-6 ტურში ქუთაისი ბილბაოს ესტუმრა და 54:117 განადგურდა. ქართულმა კლუბმა გათამაშება 5 წაგებით და 1 გამარჯვებით ჯგუფში ბოლო ადგილზე დაასრულა.

ქუთაისმა ერთადერთი მატჩი ბრნოს მოუგო, რომელმაც ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა და აქტივში მხოლოდ ერთი გამარჯვება ჩაიწერა, ისიც ქუთაისთან.

რაც შეეხება დღევანდელ დაპირისპირებას, ქუთაისელთათვის ყველაზე რთული მე-2 მეოთხედი გამოდგა, რომელშიც მხოლოდ 3 ქულა ჩააგდეს.

ტუღუშმა პარკეტზე ასეთი ხუთეული გამოიყვანა: ალავიძე, ბოიკინი, ბრაუნინგი, ჟილსონი, სულაბერიძე.

ქუთაისიდან ყველაზე შედეგიანი სულაბერიძე იყო, რომელმაც 34 წუთსა და 7 წამში 8 ქულა, 3 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგას სამი ჩატენვა | ორლანდო მეჯიქმა გოლდენ სტეიტი დაამარცხა
გოგას სამი ჩატენვა | ორლანდო მეჯიქმა გოლდენ სტეიტი დაამარცხა