მუნდიალის წილისყრის წინ - ფიფა-მ ნაკრებები 4 კალათში გადაანაწილა
Aa
Aa

მუნდიალის წილისყრის წინ - ფიფა-მ ნაკრებები 4 კალათში გადაანაწილა

ფიფა-მ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის წილისყრის წინ ტურნირზე გასული ნაკრებები ოთხ კალათაში გაანაწილა.

ამ მომენტისთვის მუნდიალის საგზური 42-მა ქვეყანამ მოიპოვა, ხოლო მარტში დარჩენილი ექვსი საგზურისთვის 22 გუნდი იბრძოლებს, საიდანაც 16 ევროპას წარადგენს და ისინი 4 საგზურისთვის შეეცილებიან ერთმანეთს. დარჩენილი 2 საგზური კი კონფედერაციათა შორის პლეი ოფში გათამაშდება, რომელშიც 6 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

წილისყრის შედეგად ნაკრებები 12 ჯგუფში გადანაწილდებიან, თითოეულ ჯგუფში თითო კალათიდან ერთი გუნდი მოხვდება. მუნდიალის პლეი ოფში თითოეულ ჯგუფში საუკეთესო შედეგის მქონე 2 ნაკრები გავა, ასევე 8 საუკეთესო მესამეადგილოსანი.

 

კალათები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის:

 

I კალათა – ესპანეთი, არგენტინა, საფრანგეთი, ინგლისი, ბრაზილია, პორტუგალია, ნიდერლანდები, ბელგია, გერმანია, აშშ, მექსიკა, კანადა

II კალათა – ხორვატია, მაროკო, კოლუმბია, ურუგვაი, შვეიცარია, იაპონია, სენეგალი, ირანი, სამხრეთ კორეა, ეკვადორი, ავსტრია, ავსტრალია

III კალათა – ნორვეგია, პანამა, ეგვიპტე, ალჟირი, შოტლანდია, პარაგვაი, ტუნისი, კოტ დივუარი, უზბეკეთი (დებიუტანტი), კატარი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა

IV კალათა – იორდანია (დებიუტანტი), კაბო ვერდე (დებიუტანტი), განა, კურასაო (დებიუტანტი), ჰაიტი, ახალი ზელანდია, ევროპის პლეი ოფი 1, ევროპის პლეი ოფი 2, ევროპის პლეი ოფი 3, ევროპის პლეი ოფი 4, კონფედერაციათა შორისი პლეი ოფი 1, კონფედერაციათა შორისი პლეი ოფი 2

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 2025 წლის 5 დეკემბერს ვაშინგტონში, კენედის ცენტრში ჩატარდება, ხოლო ტურნირი 2026 წლის 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. მუნდიალს აშშ, კადანა და მექსიკა უმასპინძლებენ, ფინალურ მატჩს კი ნიუ ჯერსის „მეტლაიფ სტადიონი“ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეგრესი - საქართველო FIFA-ს რეიტინგში კიდევ უფრო დაქვეითდა
რეგრესი - საქართველო FIFA-ს რეიტინგში კიდევ უფრო დაქვეითდა