მორიგი ტრავმა - რეალმა მილიტაო ისევ დაკარგა
მადრიდის რეალის დაცვის ხაზის პრობლემები გრძელდება. ბრაზილიის ნაკრებში ედერ მილიტაომ ტრავმა მიიღო.
თავდაპირველად დაზიანება საკმაოდ მძიმე ჩანდა, მაგრამ დღეს ჩატარებული გამოკვლევების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიელი უკანახაზელი მინიმუმ 2 კვირას გამოტოვებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ედერს კუნთის ტრავმა აქვს. შეგახსენებთ, რომ ტრავმირებულია ანტონიო რუდიგერიც. ჩაბი ალონსოს განკარგულებაში არც დავიდ ალაბა გახლავთ.
ესპანელი სპეციალისტი რაულ ასენსიოსა და დინ ჰაუსენის დუეტს უნდა დაეყრდნოს. აღსანიშნავია, რომ ბლანკოსს წინ რთული თამაშები ელოდება.
შეგახსენებთ, რომ ედერ მილიტაოს ხშირად აწუხებს ტრავმები. ბოლო წლებში მან ორჯერ გაიწყვიტა ჯვარედინი იოგები, რის გამოც მთელი სეზონის გამოტოვება მოუწია.