რეგრესი - საქართველო FIFA-ს რეიტინგში კიდევ უფრო დაქვეითდა
Aa
Aa

რეგრესი - საქართველო FIFA-ს რეიტინგში კიდევ უფრო დაქვეითდა

ნოემბრის სანაკრებო პაუზა დასრულდა. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ორივე მატჩი წააგო, რაც ფიფა-ს რეიტინგზეც აისახა.

ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ფიფა-ს რეიტინგში 3 პოზიციით დაქვეითდა და ახლა 73-ე ადგილს იკავებს.

ოქტომბერში წაგებული მატჩების შემდეგ, ჯვაროსნებმა ორი პოზიცია დათმეს. ჯამში ბოლო 2 თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრები 5 პოზიციით დაქვეითდა.

საქართველოზე მაღლა ისეთი ნაკრებები დგანან, როგორებიც იამაიკა(70), ბოსნია(71) და განა(72) არიან.

შეგახსენებთ, რომ ჯვაროსნებმა ნოემბრის თვეში ჯერ ესპანეთთან საკუთარ კედლებში 0:4 წააგეს, ხოლო შემდეგ სტუმრად ბულგარეთთან 1:2. საქართველომ ჯგუფური ეტაპი 3 ქულით ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წლის საუკეთესო ფეხბურთელი და შემტევი | Globe Soccer Awards-ზე კვარა გამოარჩიეს
წლის საუკეთესო ფეხბურთელი და შემტევი | Globe Soccer Awards-ზე კვარა გამოარჩიეს