რის ჯეიმსი
Aa
Aa

ჯეიმსმა ჩელსისთან კონტრაქტი 6 წლით გაახანგრძლივა

„ჩელსის“ კაპიტანმა, რის ჯეიმსმა კლუბთან ახალი ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ The Athletic-ი იტყობინება
მცველის წინა ხელშეკრულება 2028 წლის ივნისამდე იყო მოქმედი.

ახალი კონტრაქტი 2032 წლის ზაფხულამდეა გათვლილი და ის შეესაბამება იმ სახელფასო სტრუქტურას, რომელიც კლუბმა 2022 წლის მაისში დაამტკიცა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმსის ბოლო კონტრაქტის გახანგრძლივება უკვე ამჟამინდელი მფლობელების პირობებში მოხდა, ის რჩებოდა ბოლო ფეხბურთელად, რომლის ხელშეკრულებაც ძველი პირობებით მოქმედებდა.

26 წლის ინგლისელი „ლურჯების“ აკადემიის აღზრდილია და კლუბის სისტემაში 6 წლის ასაკიდან თამაშობს.

მიმდინარე სეზონში რისმა პრემიერლიგაში 26 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საოცარი მომენტი იყო, თამაშზე დიდი გავლენა მოახდინა“ | პოსტეკოგლუმ კვარაზე ისაუბრა
„საოცარი მომენტი იყო, თამაშზე დიდი გავლენა მოახდინა“ | პოსტეკოგლუმ კვარაზე ისაუბრა