შაკო ოგბაიძე
Aa
Aa

ოგბაიძეს უდიდესი პროგრესი აქვს | ჰერტას (U23) მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა

Kicker-მა ბერლინის ჰერტას 23-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელის, რეიან ჰასანოვიჩის კომენტარი გამოაქვეყნა, რომელიც ქართველ ფეხბურთელს, შაკო ოგბაიძეს ეხება. ბოსნიელმა შაკოს პროგრესს ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ გუნდის მამოძრავებელი ძალაა.

Kicker: „ჰასანოვიჩი რამდენიმე მაგალითს ასახელებს: მოთამაშეებმა, როგორებიც არიან სელიმ ტელიბი, ოლივერ რიოლკე, იანე ბერნერი, ლუის ტრუსი და შალვა ოგბაიძე, ბოლო თვეებში უდიდესი პროგრესი განიცადეს. მისი თქმით, ისინი სულ სხვა ფეხბურთელები არიან, ვიდრე ნახევარი წლის წინ იყვნენ. მწვრთნელი განსაკუთრებით ნახევარმცველ შალვა ოგბაიძეს გამოარჩევს და აღნიშნავს, რომ ის გუნდის მამოძრავებელი ძალაა. ეს იმითაც არის განპირობებული, რომ პირველი წრისგან განსხვავებით, ტრავმირებული ფეხბურთელების რაოდენობა შემცირდა და სავარჯიშო პროცესის ხარისხმა მოიმატა, თუმცა ჰასანოვიჩს რამდენიმე მოთამაშის დანაკლისთან გამკლავება მაინც უწევს''.

23 წლის შაკო ოგბაიძემ მიმდინარე სეზონში ჰერტას მეორე გუნდის შემადგენლობაში 23 მატჩში 8 საგოლე მოქმედება დააგროვა, მის აქტივში 4 გოლი და 4 საგოლე პასია.

ფეხბურთელი, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ჰერტას მეორე გუნდში გადასვლამდე ვიქტორია ბერლინისა და ნიდერლანდური დენ ბოსის ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები