მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში - ჯგუფები, სისტემა, კალენდარი
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში - ჯგუფები, სისტემა, კალენდარი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 27 ნოემბერს, 20:50 საათზე „თბილისი არენაზე“ დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

შესარჩევი ტურნირი ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე 32 გუნდი 8 ჯგუფად განაწილდა:

A ჯგუფი: დანია, საქართველო, უკრაინა, ესპანეთი.

B ჯგუფი: საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი.

C ჯგუფი: სერბეთი, თურქეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, შვეიცარია.

D ჯგუფი: დიდი ბრიტანეთი, იტალია, ისლანდია, ლიეტუვა.

E ჯგუფი: ხორვატია, გერმანია, ისრაელი, კვიპროსი.

F ჯგუფი: ლატვია, პოლონეთი, ნიდერლანდები, ავსტრია.

G ჯგუფი: უნგრეთი, საფრანგეთი, ბელგია, ფინეთი.

H ჯგუფი: სლოვენია, ჩეხეთი, შვედეთი, ესტონეთი.

მომდევნო ეტაპზე ჯგუფების სამ-სამი საუკეთესო ნაკრები გავა და შეიქმნება ოთხი 6-გუნდიანი ჯგუფი. A-ს სამი გუნდი B-ს ტოპტრიოს ეთამაშება, C-ს სამი ნაკრები – D-ს სამს და ა.შ.

თითოეულ გუნდს პირველ ეტაპზე ნაჩვენები შედეგი მეორეზეც გადაჰყვება და ითამაშებს მხოლოდ მეორე ჯგუფის სამ წარმომადგენელთან.

საბოლოოდ, მეორე ეტაპის 6-გუნდიანი ჯგუფებიდან მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს სამ-სამი საუკეთესო მიიღებს. მუნდიალს კი 2027 წელს კატარი უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების კალენდარი:

27 ნოემბერი, 2025 წელი: საქართველო – უკრაინა

30 ნოემბერი, 2025 წელი: ესპანეთი – საქართველო

27 თებერვალი, 2026 წელი: დანია – საქართველო

2 მარტი, 2026 წელი: საქართველო – დანია

2 ივლისი, 2026 წელი: უკრაინა – საქართველო

5 ივლისი, 2026 წელი: საქართველო – ესპანეთი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები