„გრანდიოზული ბრძოლა მთელი მსოფლიოსთვის“ - მენდესი მახაჩევისა და თოფურიას პოტენციურ ჩხუბზე
ისლამ მახაჩევის ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა ისლამ მახაჩევსა და ილია თოფურიას შორის ბრძოლის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ შეაფასა.
მისი თქმით, ეს დაპირისპირება მსოფლიოსთვის გრანდიოზული იქნება.
„ვნახოთ, რა მოხდება. თუ UFC შესთავაზებს თოფურიას ბრძოლას, არანაირი პრობლემა არ არის. არ შემიძლია ისლამის მაგივრად პასუხის გაცემა, მაგრამ ვამბობ, რომ პრობლემა არ არის... მოდით, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ: ადრე თუ გვიან ჩვენ მას შევხვდებით, იქნება ეს თეთრ სახლში თუ სხვა დროს, დაე, UFC-მ გადაწყვიტოს ეს. მაგრამ ადრე თუ გვიან ჩვენ შევხვდებით, თუ ილიას სურს გააგრძელოს დივიზიონში მაღლა ასვლა, სერიოზულად მეეჭვება, რომ ისლამს ქვემოთ ჩასვლა მოუნდეს. თოფურიასთვის ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ვინმე გახდება სამგზის ჩემპიონი. ის გახდებოდა პირველი სამმაგი პრეტენდენტი, ასე რომ, ეს იქნებოდა გრანდიოზული ბრძოლა მთელი მსოფლიოსთვის“, – თქვა ხავიერ მენდესმა.
შეგახსენებთ, რომ ქვესაშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბში ისლამ მახაჩევმა ჯეკ დელა მადალენა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.
ბრძოლის შემდეგ ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევს ისტორიაში ყველაზე მოსაწყენი მებრძოლი უწოდა და განაცხადა, რომ თუ ერთმანეთს შეხვდებიან, ფინიშით მოიგებს.