მუნდიალის პლეიოფის წილისყრა - იტალიამ და სხვებმა მეტოქეების ვინაობა გაიგეს
შვეიცარიის ქალაქ ციურიხში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეიოფის წილისყრა გაიმართა. 42-მა ქვეყანამ მუნდიალზე თამაში უკვე გაინაღდა, კიდევ 6 საგზური კი 2026 წლის გაზაფხულზე გათამაშდება.
კონფედერაციათაშორის პლეიოფში მატჩები 2026 წლის მარტში გაიმართება, წყვილები კი ასე გადანაწილდა.
გზა N1: ახალ კალედონიასა და იამაიკას შორის გამარჯვებული კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეხვდება, გამარჯვებული კი მუნდიალზე ითამაშებს.
გზა N2: ბოლივიასა და სურინამს შორის გამარჯვებული ერაყს შეხვდება, გამარჯვებული კი ასევე მუნდიალზე ითამაშებს.
კიდევ 4 საგზური ევროპულ ქვეყნებს შორის გათამაშდება, სადაც წილისყრის შედეგები ასეთი იყო:
გზა N1. ნახევარფინალები: იტალია - ჩრდ.ირლანდია, უელსი - ბოსნია-ჰერცეგოვინა. ფინალს უელსი ან ბოსნია-ჰერცეგოვინა უმასპინძლებს.
გზა N2. ნახევარფინალები: უკრაინა - შვედეთი, პოლონეთი - ალბანეთი. ფინალს უკრაინა ან შვედეთი უმასპინძლებს.
გზა N3. ნახევარფინალები: თურქეთი - რუმინეთი, სლოვაკეთი - კოსოვო. ფინალს სლოვაკეთი ან კოსოვო უმასპინძლებს.
გზა N4. ნახევარფინალები: დანია - ჩრდ.მაკედონია, ჩეხეთი - ირლანდია. ფინალს ჩეხეთი ან ირლანდია უმასპინძლებს.
ნახევარფინალები 26 მარტს, ფინალები კი 31 მარტს გაიმართება.