გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მალიორკასთან ითამაშებს | ბოლო ცნობები მიქაუტაძის მდგომარეობაზე

„ვილიარეალის“ თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე, „მალიორკას“ წინააღმდეგ ითამაშებს. ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ ქართველი ფეხბურთელის თამაში საეჭვო იყო, მაგრამ ბოლო ინფორმაციის მიხედვით, მიქაუტაძესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აღარ არსებობს.

ხუთშაბათს გიორგი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. „ვილიარეალის“ სამწვრთნელო შტაბი დარწმუნებულია, რომ მიქაუტაძე „მალიორკასთვის“ მზად იქნება და გუნდის თავკაცს, მარსელინო გარსია ტორალს მისი იმედი აქვს.

მიქაუტაძემ ტრავმა სანაკრებო პაუზის დაწყებამდე მიიღო და დაზიანების გამო ეროვნული ნაკრების მატჩები გამოტოვა. სამშაბათს გიორგიმ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა, ოთხშაბათს კი ქართველმა ფეხბურთელმა ინდივიდუალურად იმუშავა, რათა ზედმეტად არ გადატვირთულიყო.

ცნობისთვის, მიქაუტაძეს „ვილიარეალის“ მაისურით, ყველა ტურნირის ეგიდით გამართულ 12 შეხვედრაში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს. მის გუნდს 26 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციას იკავებს. რაც შეეხება მომდევნო მატჩს, „მალიორკასთან“ თამაში თბილისის დროით 22 ნოემბერს, 23:55 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლები აღარ გაიტანო | ბარსელონას უცნაური თხოვნა ლევანდოვსკის
გოლები აღარ გაიტანო | ბარსელონას უცნაური თხოვნა ლევანდოვსკის