პოლ სქოულზი, სერ ალექს ფერგიუსონი
Aa
Aa

ფერგი მაისურების გაცვლის წინააღმდეგი იყო | სქოულზმა ერთ მეტოქეს სთხოვა გაცვლა

თანამედროვე ფეხბურთში მაისურების გაცვლა ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა იყო პერიოდი, როცა ფეხბურთელებს ეს ტრადიცია დიდად არ მოსწონდათ. The Good, The Bad & The Football-ის პოდკასტში პოლ სქოულზმა და ნიკი ბატმა აღიარეს, რომ მეტოქეებთან მაისურების გაცვლა არ სურდათ.

რა თქმა უნდა, გამონაკლისი ყოველთვის არსებობს. სქოულზმა აღნიშნა, რომ კარიერაში მაისური მხოლოდ ერთ ლეგენდას სთხოვა: „მეტოქეს მაისურის გაცვლა მხოლოდ ერთხელ ვთხოვე. ეს ჩემი უფროსი შვილის, აარონის გამო გავაკეთე — მას ტიერი ანრი ძალიან უყვარს. ანრის მაისურის გაცვლა და ავტოგრაფი ვთხოვე.“

სქოულზს ანდრეს ინიესტას მაისურიც აქვს, თუმცა ამ შემთხვევაშიც გაცვლის ინიციატორი თავად „ბარსელონას“ ლეგენდა იყო. რაც შეეხება ბატს, მან განაცხადა, რომ არასდროს არავისთან შეუთავაზებია მაისურის გაცვლა, თუმცა როცა ზინედინ ზიდანისგან შეთავაზება მიიღო, უარი ვერ თქვა და „ზიზუს“ მაისური გაიცვალა.

სქოულზმა ასევე გაიხსენა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის, სერ ალექს ფერგიუსონის, დამოკიდებულება და აღნიშნა: „რატომ არ ვთავაზობდით „მანჩესტერის“ ფეხბურთელები მეტოქეებს მაისურების გაცვლას? პასუხი ძალიან მარტივია — მსუბუქად რომ ვთქვათ, სერ ალექსი ამის წინააღმდეგი იყო. მაისურის გაცვლის შემთხვევაში, ის გვაიძულებდა, ყველაფერი საკუთარი ხარჯით აგვენაზღაურებინა.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მუნდიალის პლეიოფის წილისყრა - იტალიამ და სხვებმა მეტოქეების ვინაობა გაიგეს
მუნდიალის პლეიოფის წილისყრა - იტალიამ და სხვებმა მეტოქეების ვინაობა გაიგეს