თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 4 ქულა | ბარსელონა ბოლო წამებზე დამარცხდა

თორნიკე შენგელიას „ბარსელონას“ ევროლიგაზე ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვების შანსი ჰქონდა, მაგრამ ბოლო წამებზე დამარცხდა. ქართველი კალათბურთელის გუნდის წარმატებული სერია თურქეთში შეწყდა და „ბარსამ“ „ანადოლუ ეფესთან“ ერთი ქულით წააგო.

საფინალო სირენამდე 0.3 წამით ადრე იან ვესელი იზაია კორდინიეზე დაჯარიმდა და ამ უკანასკნელმა ორი ჯარიმის სროლის უფლება მიიღო. კორდინიემ ორივე ჯარიმა გამოიყენა და „ბარსელონამ“ 73:74 წააგო.

შენგელიამ მცირე სათამაშო დრო მიიღო და პარკეტზე 13 წუთი და 35 წამი გაატარა. თორნიკემ 4 ქულა, 3 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. შენგელიამ 5-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი გააფუჭა და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

ცნობისთვის, „ბარსელონას“ 7 მოგება და 5 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის მეშვიდე პოზიციას იკავებს. „ბლაუგრანა“ მომდევნო შეხვედრას 23 ნოემბერს გამართავს და „გრან კანარიას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მინდა, ილიამ მახაჩევი დაანოკაუტოს“ | კოლბი კოვინგტონის კომენტარი
„მინდა, ილიამ მახაჩევი დაანოკაუტოს“ | კოლბი კოვინგტონის კომენტარი