გოგა ბითაძე, ჯამალ მოზლი
Aa
Aa

„შანსს ყოველთვის იყენებს“ | რა თქვა ორლანდოს მწვრთნელმა ბითაძეზე

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ნიუ ორლეან პელიკანსი“ 128:118 დაამარცხა. ქართველ კალათბურთელს გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა და ორმაგი დუბლი გაიფორმა. ბითაძემ პარკეტზე 32 წუთი გაატარა და 14 ქულა, 13 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და 3 ჩაჭრა მიითვალა.

„პელიკანსთან“ გამარჯვების შემდეგ „მეჯიქის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯამალ მოზლიმ, პრესკონფერენცია გამართა. მოზლის ბითაძის შესახებ ჰკითხეს და „ორლანდოს“ თავკაცმა ქართველი ცენტრი შეაქო.

„როდესაც შანსი ეძლევა, მას ყოველთვის იყენებს. უენდელ კარტერ ჯუნიორმა „პელიკანსთან“ მატჩი გამოტოვა, ის გოგამ შეცვალა და სწორად ითამაშა. მას თამაშში ენერგია, სიმტკიცე და კონცენტრაცია შემოაქვს. იმის გათვალისწინებით, რა კალათბურთიც აჩვენა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ჩვენთვის გიგანტური იყო.“

ცნობისთვის, ბითაძემ 10-დან 7 სროლა გამოიყენა და როდესაც პარკეტზე იყო, „ორლანდომ“ „პელიკანსზე“ 23-ით მეტი ქულა ჩააგდო. „მეჯიქის“ რიგებში ეს საუკეთესო შედეგი გახლდათ. რაც შეეხება ფლორიდელთა კალენდარს, ბითაძე და კომპანია მომდევნო შეხვედრას 15 იანვარს, ბერლინში, „მემფის გრიზლისთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ინტერნეტით კავშირი არ გვაქვს“ - გველესიანი ამ დრომდე ირანშია
„ინტერნეტით კავშირი არ გვაქვს“ - გველესიანი ამ დრომდე ირანშია