სლოვენია გავანადგურეთ! - საქართველო მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები სლოვენიას დაუპირისპირდა და დამაჯერებლად დაამარცხა.
პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, რომელიც პრაქტიკულად ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, 4:3 დასრულდა, მეორე პერიოდი კი ჩვენმა მეტოქემ 5:4 მოიგო. შესაბამისად, პირველი ტაიმი ფრედ, 8:8 მორჩა.
პირველი ტაიმის გოლები:
მეორე ნახევრის დებიუტშივე, საქართველოს ნაკრების უპირატესობა გამოიკვეთა და ფაქტობრივად, სლოვენიელებისთვის წინ გასვლის შანსი აღარ მიგვიცია. ქართველმა კალათბურთელებმა მესამე პერიოდში მეტოქეს 6 გოლი გაუტანეს და საპასუხოდ მხოლოდ ორი მიიღეს, დასკვნით პერიოდში კი სლოვენია 8:1 გაანადგურეს. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 11 გოლის სხვაობით, 22:11 გაიმარჯვა.
მეორე ტაიმის გოლები:
ამ მოგებით, ჩვენმა გუნდმა B ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა და მეორე ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. შესაბამისად, ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატზე მინიმუმ კიდევ სამ შეხვედრას გამართავენ, მეტოქეები კი იტალიის, რუმინეთისა და თურქეთის ნაკრებები იქნებიან.