იური ტაბატაძე
Aa
Aa

ლა ლიგა 2-ის პირველი წრე შეაფასეს | ესპანელმა ჟურნალისტებმა ტაბატაძე გამოარჩიეს

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში პირველი წრე დასრულდა და იური ტაბატაძის „კადისი“ 34 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება. ესპანურმა გამოცემამ, La Voz Digital-მა ადგილობრივ ჟურნალისტებს სთხოვა, „ყვითლების“ მიერ ნაჩვენები თამაში შეეფასებინათ და „კადისის“ გამორჩეული ფეხბურთელი დაესახელებინათ. მათმა უმრავლესობამ სწორედ ტაბატაძე გამოარჩია.

პაბლო ვალიეხო: „ვიქტორ ასნარი კადისის ვარსკვლავია, რომელმაც ამ სეზონში გარღვევა მოახდინა. ასევე, მინდა, იკერ რესიო და იური ტაბატაძე გამოვარჩიო.“

რუბენ ლოპესი: „კადისს სამი წამყვანი ფეხბურთელი ჰყავს: მუსა დიაკიტე, იკერ რესიო და ვიქტორ ასნარი. მათთან ერთად იური ტაბატაძეც უნდა გამოვარჩიოთ. ტაბატაძის გამოჩენა და მის მიერ, სათადარიგოთა სკამიდან გატანილი გოლები, კადისისთვის უმნიშვნელოვანესი იყო.“

სელტია როგერო: „ვიქტორ ასნარი, მუსა დიაკიტე და იური ტაბატაძე. ფენომენალური მეკარე, ახალგაზრდა ნახევარმცველი დიდი მომავლით და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი. ესენი არიან ფეხბურთელები, რომლებსაც თვალი უნდა ვადევნოთ.“

ხორხე გარიდო: „იური ტაბატაძე არის ფეხბურთელი, რომელმაც ჩემზე ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.“

პაბლო პუენტე: „ჩემი ყურადღება იური ტაბატაძემ მიიქცია, თუმცა ალვარო გარსია პასკუალმაც მოახდინა შთაბეჭდილება.“

ენრიკო პიკავეა: „გოლებისა და ქარიზმის გამო, ჩემი რჩეული იური ტაბატაძეა.“

ცნობისთვის, ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ტაბატაძემ მონაწილეობა 17 შეხვედრაში მიიღო. ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე 6 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოქროს ჯოკერი ვერცხლის ფიალაში“ - MARCA-ს სტატია ტაბატაძეზე
„ოქროს ჯოკერი ვერცხლის ფიალაში“ - MARCA-ს სტატია ტაბატაძეზე