გოგას ორმაგი დუბლი, ჩატენვები, ბლოკები და ჩაჭრები - ორლანდომ დიდ ბრძოლაში მოიგო
NBA-ის მორიგ სათამაშო დღეს, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ საკუთარ კედლებში „ნიუ ორლეან პელიკანსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 128-118 დაამარცხა.
ქართველი ცენტრი ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და თამაში ორმაგი დუბლით დაასრულა. გოგამ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 32 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 14 ქულა, 4 მოხსნა, 1 ასისტი, 3 ჩაჭრა და 2 ბლოკი იყო. ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 7 ოქრულიანი ჩააგდო. ასევე, მეტოქის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდა. საგულისხმოა, რომ ბითაძე ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთადერთი კალათბურთელი გახდა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა.
40 სათამაშო დღის შემდეგ, „ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში 22 მოგებითა და 18 მარცხით მე-7 ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 15 იანვარს, საკუთარ მოედანზე „მემფის გრიზლისის“ წინააღმდეგ გამართავს.