მახაჩევი: თუ ვინმე იმსახურებს რევანშს, ეს მხოლოდ მერაბია
ისლამ მახაჩევი მიიჩნევს, რომ მერაბ დვალიშვილის ჭარბი აქტივობა გახდა ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც პიოტრ იანთან სატიტულო ბრძოლაში მისი მარცხი გამოიწვია.
„ამ ბრძოლამდეც ვამბობდი, რომ მერაბს გაუჭირდებოდა. წელიწადში მეოთხე დაცვა - ეს მე თავადაც ვიცი და ვხედავდი, როგორ იკლებდა მერაბი წონას. ის ამას ძალიან მძიმედ აკეთებს, გასულ წელს კი ოთხი ბრძოლა ჩაატარა. ვფიქრობ, მერაბი ცოტათი გადაიღალა.
ასე რომ, რევანში კონკურენტული და რთული იქნება და პიოტრს მოდუნება არ მართებს. ვფიქრობ, ტრილოგია შედგება. თუ ვინმე იმსახურებს რევანშს, ეს მხოლოდ მერაბია და ვფიქრობ, პიოტრი კარგად მომზადებული უნდა დახვდეს“,
- განაცხადა დაღესტნელმა მებრძოლმა ტელეარხ „მატჩ ტვ“-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ იანმა დვალიშვილი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა. „მანქანამ“ პიოტრთან რემატჩის გამართვა მოითხოვა, თუმცა UFC-ის ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
თავად იანი შონ ომალისთან რევანშზე ფიქრობს და დვალიშვილთან ტრილოგიას ჯერჯერობით გაურბის.