„კიდევ ათჯერ რომ შეხვდეს, ვერ დამარცხებს“ - უმარი იანი-დვალიშვილის რემატჩზე
უმარ ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილის შესაძლებლობებს სათანადოდ არასოდეს აფასებდა, რის გამოც ქართველმა „მანქანამ“ დაღესტნელი მებრძოლი ერთხელ უკვე სამაგალითოდ დასაჯა, თუმცა უმარი გაჩუმებული დიდხანს არ ყოფილა და მერაბის პირველივე ფეხის დაცდენისთანავე, მის სისუსტეებზე დაიწყო საუბარი. შეკითხვაზე, თუ რამდენად არსებობს შანსი იმისა, რომ 2026 წელს დვალიშვილმა დაკარგული ქამარი დაიბრუნოს და პიოტრ იანი რემატჩში დაამარცხოს, უმცროსმა ნურმაგომედოვმა ასეთი პასუხი გასცა:
„მაშინაც კი, თუ მერაბი ექვსი თვე დაისვენებს და იანს კიდევ ერთხელ და კიდევ ათჯერ რომ შეხვდეს, ყველა შემთხვევაში დამარცხდება, რადგან პიოტრი უმაღლესი კლასის მებრძოლია. ვაფასებ დვალიშვილს და იმ გზასაც, რაც მან გაიარა, მაგრამ იანს უკეთესი კრივი აქვს. მერაბი უფრო კარგია ჭიდაობაში, თუმცა მას შემტევი გრეპლინგის უნარები არ გააჩნია. დაჭერა, შეკვრა, ზურგის აღება, მტკივნეული ილეთის გაკეთება - ეს ყველაფერი ქართველის არსენალში არ შედის, რის გამოც იანს ვეღარასდროს დაამარცხებს“.
შეგახსენებთ, რომ უმარ ნურმაგომედოვი რამდენიმე კვირაში იჩხუბებს და მისი მეტოქე სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში დეივისონ ფიგერედო იქნება, რომლის დამარცხების შემთხვევაშიც დენა უაითისთვის კიდევ ერთი სატიტულო ბრძოლის მოთხოვნას აპირებს.