ბრენდონ ინგრემი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილის გარეშე - ტორონტომ ინდიანა დაამარცხა

NBA-ს მორიგ შეხვედრაში „ტორონტომ“ სტუმრად „ინდიანა“ 14-ქულიანი სხვაობით, 115:101 სანდრო მამუკელაშვილის გარეშე დაამარცხა. 26 წლის ქართველი კალათბურთელის ტრავმის შესახებ პრესაში არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა, რის გამოც ვარაუდობენ, რომ „მამუმ“ მხოლოდ მცირე დისკომფორტი იგრძნო, ან შესაძლოა „რეპტორსის“ მთავარმა მწვრთნელმა მისი დასვენება გადაწყვიტა.

გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ბრენდონ ინგრემი იყო, რომელმაც 30 ქულასთან ერთად, 7 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ინგრემის თანაკლუბელების, სკოტი ბარნსის (26 ქულა, 13 ასისტი), გრადი დიკის (21 ქულა, 11 მოხსნა) და კოლინ მიურეი-ბოილსის (10 ქულა, 10 მოხსნა) ანგარიშზე ორმაგი დუბლია. ანალოგიური შედეგი კი „პეისერსის“ რიგებში პასკალ სიაკამმა (26 ქულა, 10 მოხსნა) და ჯონი ფარპიმ (10 ქულა, 10 მოხსნა) აჩვენა.

ცნობისათვის, 25 მოგებითა და 17 წაგებით „ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას „რეპტორსი“ საკუთარ დარბაზში „კლიპერსთან“ ჩაატარებს, რომელიც თბილისის დროით 17 იანვარს, 04:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შანსს ყოველთვის იყენებს“ | რა თქვა ორლანდოს მწვრთნელმა ბითაძეზე
„შანსს ყოველთვის იყენებს“ | რა თქვა ორლანდოს მწვრთნელმა ბითაძეზე