სანდრო მამუკელაშვილი, ტაირიზ მაქსი
Aa
Aa

მამუკელაშვილის უქულო მატჩი | ტორონტომ ფილადელფია ოვერტაიმში დაამარცხა

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ „ფილადელფია სევენთი სიქსერსი“ დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 107:107 დასრულდა და კანადელებმა ოვერტაიმში ერთი ქულით მოიგეს — 116:115.

ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 18 წუთი და 8 წამი გაატარა. „მამუს“ ქულა არ ჩაუგდია და 3 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გააფუჭა. სანდროს ანგარიშზე 1 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ჩაჭრა იყო.

„ტორონტოს“ რიგებში საუკეთესო სკოტი ბარნსი იყო, რომელმაც გამარჯვების მომტანი საჯარიმო ჩააგდო — 31 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემა. ჯამალ შიდმა 22 ქულა დააგროვა, ხოლო იმანუელ ქუიკლიმ 20 ქულა მიითვალა. „სიქსერსის“ მხრიდან 38 ქულით ტაირიზ მაქსი გამოირჩა. ვიჯეი ეჯკომბს 17 ქულა ჰქონდა, ხოლო კელი უბრე ჯუნიორმა 13 ქულა ჩააგდო.

ცნობისთვის, „ტორონტოს“ 24 მოგება და 16 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილს იკავებს. „რეპტორსი“ მომდევნო შეხვედრას ისევ „ფილადელფიას“ წინააღმდეგ გამართავს და მას 13 იანვარს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას სასტარტოში ელიან - ლივერპული ხვალ FA Cup-ზე ითამაშებს
მამარდას სასტარტოში ელიან - ლივერპული ხვალ FA Cup-ზე ითამაშებს