ინფანტინო 2026 წლის მუნდიალზე: ეს იქნება ისტორიაში უდიდესი მსოფლიო ჩემპიონატი
ფიფა-ს პრეზიდენტმ, ჯანი ინფანტინომ მუნდიალის პლეიოფის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი უდიდესი იქნება.
„ეს იქნება ისტორიაში უდიდესი მსოფლიო ჩემპიონატი. ეს არის 104 სუპერბოული ერთ თვეში. სტადიონებზე 7 მილიონი მაყურებელი იქნება და 6 მილიარდი ადამიანი უყურებს სახლიდან“, – განაცხადა ინფანტინომ.
დღეს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში შესარჩევი ეტაპის პლეიოფის წილისყრა გაიმართა. 42-მა ქვეყანამ მუნდიალზე თამაში უკვე გაინაღდა, კიდევ 6 საგზური კი 2026 წლის გაზაფხულზე გათამაშდება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება. ეს ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება, რომელშიც მონაწილეობას 48 გუნდი მიიღებს.