ხაბიბ ნურმაგომედოვი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„უმარს შეუძლია P4P რეიტინგის პირველი ნომერი გახდეს“ - ხაბიბ ნურმაგომედოვი

UFC-ის მსუბუქი წონის ექსჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ მის ბიძაშვილს, უმარ ნურმაგომედოვს შეუძლია, P4P რეიტინგის პირველი ნომერი გახდეს. ამის შესახებ „არწივმა“ ნიუ-იორკში, გულშემატკივრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

რას ამბობს ხაბიბი:

„მჯერა, რომ უმარს შეუძლია, P4P-ის რეიტინგის პირველი მებრძოლი გახდეს. ახლა უმარს მარცხთან შეგუება მოუწია, მაგრამ ზუსტად ასეთ მდგომარეობაში იყო ისლამ მახაჩევი 2015 წელს, ახლა კი, 2025 წელს ის მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლია. საჭიროა საკუთარი ძალების რწმენა, დისციპლინის დაცვა და ყოველდღე ვარჯიში. თუ არ გინდა, სჯობს საერთოდ წახვიდე.

18 ოქტომბერს უმარი ვანკუვერში იჩხუბებს, ეს 5-რაუნდიანი ბრძოლა იქნება. ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს ის თავს მარცხის შემდეგ. თუ ის უფრო ძლიერი დაბრუნდება და აჩვენებს, რომ მზადაა 5 რაუნდისთვის, კიდევ ერთი ბრძოლის შემდეგ UFC მას მეორე შანსს მისცემს. უმარს სატიტულო ჩხუბამდე ორი ბრძოლა აშორებს. მჯერა და იმედი მაქვს, რომ ის კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება“.

არსებული ინფორმაციით, 19 ოქტომბერს კანადის ქალაქ ვანკუვერში უმარ ნურმაგომედოვი მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის მე-8 ნომერს, მარიო ბაუტისტას დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ უმარს შერეულ ორთაბრძოლებში 18 გამარჯვება აქვს, ხოლო ერთადერთი მარცხი მან მიმდინარე წლის იანვარში, მერაბ დვალიშვილთან სატიტულო ჩხუბში განიცადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ორ მებრძოლს მისი დამარცხება შეუძლია“ | პრატესმა ილიაზე ისაუბრა
„ამ ორ მებრძოლს მისი დამარცხება შეუძლია“ | პრატესმა ილიაზე ისაუბრა