ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ბოიკოტი თუ ჯანმრთელობის პრობლემა? | რა თქვა სენტ-ეტიენის თავკაცმა ზურიკოზე

„სენტ-ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ეირიკ ჰორნელანდმა ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. ნორვეგიელმა სპეციალისტმა დაასახელა მიზეზი, რომლის გამოც, 24 წლის გარემარბმა „კალიარისთან“ გამართული ამხანაგური შეხვედრა გამოტოვა.

„ზურიკო დავითაშვილი სამკურნალოდ დავტოვეთ. მთელი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა და იმედი გვქონდა, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებდა, მაგრამ მატჩისწინა დღეს გამართული ვარჯიშის დასრულების შემდეგ კუნთი ასტკივდა. ექიმებმა შეამოწმეს და გადავწყვიტეთ, გუნდთან ერთად არ ყოფილიყო.“

ცნობისთვის, ფრანგული გამოცემის, Footmercato-ს ინფორმაციით, დავითაშვილს „სენტ-ეტიენის“ დატოვება სურს და სწორედ ამიტომ, ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრაში თამაშზე უარი განაცხადა. ზურიკოს რამდენიმე მსურველი ჰყავს და ქართველ ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ ამ ზაფხულს, ადგილსამყოფელს გამოიცვლის.

როგორც მოგეხსენებათ, „სენტ-ეტიენი“ ლიგა 2-ში გავარდა, თუმცა „მწვანეების“ მიზანი დაწინაურება და საკვანძო ფეხბურთელების შენარჩუნებაა. ზურიკო ერთ-ერთი მათგანია და კლუბის ხელმძღვანელები მის გაყიდვაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ენრიკემ და კვარამ რაღაც განსაკუთრებული მოიტანეს“ - დესაიმ სენ-ჟერმენზე ისაუბრა
„ენრიკემ და კვარამ რაღაც განსაკუთრებული მოიტანეს“ - დესაიმ სენ-ჟერმენზე ისაუბრა