ვისი ყურება ღირს ევრობასკეტზე - FIBA საქართველოს ნაკრებზე წერს
Aa
Aa

ვისი ყურება ღირს ევრობასკეტზე - FIBA საქართველოს ნაკრებზე წერს

ვინ გახდება Dark Horse (ტერმინი, რომელიც აღნიშნავს მოულოდნელ გამარჯვებულს ან მონაწილეს, რომლისგანაც თავიდან წარმატებას არავინ ელის, მაგრამ საბოლოოდ დიდ წარმატებას აღწევს) ევრობასკეტზე და რომელი ნაკრები იქნება სიურპრიზი ამ ზაფხულს - კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIBA) 14 ქვეყნის ნაკრებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელთა შორის ერთ-ერთი საქართველოა. 

„ყველა გაკვირვებული იყო, როდესაც 2011 წელს, ჩრდილოეთ მაკედონია ნახევარფინალში გავიდა, ხოლო 2022 წელს პოლონეთის ანალოგიურ წარმატებას ცოტა ვინმე თუ წინასწარმეტყველებდა. გამოჩნდება თუ არა კიდევ ერთი ანდერდოგი გუნდი, რომელიც მოლოდინს გადააჭარბებს და ევრობასკეტზე ყურადღების ცენტრში მოექცევა? ჩვენ შევარჩიეთ 14 ეროვნული გუნდი, რომლებსაც XXI საუკუნეში ამ ტურნირზე მედალი არ მოუგიათ და ამჟამად  მსოფლიო რეიტინგის ათეულს მიღმა არიან. ხმა მიეცით და გაგვიზიარეთ, თქვენი აზრით, ვინ გახდება Dark Horse ამ ზაფხულს“, - ვკითხულობთ FIBA-ს გვერდზე.

ეს 14 ქვეყანაა: საქართველო, ბელგია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, კვიპროსი, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, დიდი ბრიტანეთი, ისლანდია, ისრაელი, მონტენეგრო, პოლონეთი, პორტუგალია და შვედეთი. 

ხმის მისაცემად გადადით ამ ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მე-6-ედ იასპარეზებს. ევრობასკეტ 2025 ოთხ ქვეყანაში – ლატვიაში, ფინეთში, პოლონეთსა და კვიპროსში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იურმალაში მიმდინარეობს
საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იურმალაში მიმდინარეობს