გოგა ბითაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე
Aa
Aa

კალათბურთელების პირველი სპარინგი - მზადება ევრობასკეტისთვის

ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ალექსანდარ ჯიკიჩის მომზადებული გუნდი დახურულ საკონტროლო მატჩში ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდა და 10-ქულიანი სხვაობით, 66:76 დამარცხდა. იქიდან გამომდინარე, რომ მთავარი მიზანი კონტინენტის პირველობისთვის სხვადასხვა კომბინაციების დამუშავება გახლდათ, საბოლოო შედეგს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა და შესაბამისად, მარცხისგან ტრაგედიის შექმნაც არ ღირს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი გიორგი შერმადინი გახლდათ, რომელმაც 19 წუთში 13 ქულა, 2 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა. 12-12 ქულა დააგროვეს თორნიკე შენგელიამ და ბექა ბურჯანაძემ, ხოლო გოგა ბითაძემ 10 ქულასთან ერთად, თავი 8 მოხსნას მოუყარა და ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა.

ცნობისათვის, ქართველი კალათბურთელები კიდევ ერთ დახურულ ამხანაგურ შეხვედრას 8 აგვისტოს ესტონელებთან ჩაატარებენ და ამავე დღეს გუნდის შეკრებას „ტორონტო რეპტორზის“ მძიმე ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„იმედია, რომ ევრობასკეტზე ჩვენს გულშემატკივრებს გავახარებთ“ - შერმადინი
„იმედია, რომ ევრობასკეტზე ჩვენს გულშემატკივრებს გავახარებთ“ - შერმადინი